თბილისის სამ უბანში პირველი მარტიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება
პირველი მარტიდან თბილისის სამ უბანში, მთაწმინდის, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. ინფორმაცია თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ამ სამ უბანში ჯამში 1838 ადგილი გამოიყოფა, საიდანაც 44 შშმ პირთა მანქანებისთვის იქნება განკუთვნილი, 4 კი - ელექტრომობილების დასამუხტად. ზონალურ-საათობრივი პარკირების ადგილზე მანქანის გაჩერების ღირებულება 1 საათის განმავლობაში 1 ლარი იქნება, პირველი 15 წუთი კი - უფასო. პარკირების საფასურს არ გადაიხდის ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც წინასწარ დარეგისტრირდება.

1 თებერვლიდან, ახალ ქუჩებზე პარკირების ახალი სისტემის ამოქმედებამდე, საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება მიმდებარე ქუჩებზე - მოქალაქეებს აქ შეეძლებათ საკუთარი მანქანები დაარეგისტრირონ.

| Print |
FaceBook Twitter Google