ავტოსაგზაო შემთხვევას ახმეტაში ერთი ქალი ემსხვერპლა
ახმეტის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ახმეტა- თელავის გზაზე მოხდა.

თელავის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად, ავტომანქანაში მყოფი მგზავრი ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია / ახმეტა /