თელავში აქცია - ნუ ძალადობთ გაიმართა
სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა თელავში აქცია სახელწოდებით ნუ ძალადობთ გამართეს.

აქციის მონაწილეები კახეთის პოლიციის სამმართველოსთან შეიკრიბნენ. ისინი თბილისში შშმ პირის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ბრალდებით დაკავებული პოლიციელის უმკაცრესად დასჯას ითხოვდნენ.

აქციაზე სხვადასხვა შინაარსის ტრანსპარანტებიცაა გამოტანილი, რომლებიც ხელისუფლებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვან პირზე განხორცილებული ძალადობის სრულფასოვნად გამოძიებასა და საზოგადოებას პოლიციელების მიერ ჩადენილი ძალადობის სხვა ფაქტების გასაჯაროვებისკენ მოუწოდებენ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აქცია / თელავი /