სოფელ კალაურში მეზობელმა მეზობელი მოკლა
გურჯაანიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში მეზობელმა მეზობელი მოკლა.
როგორც თანასოფლელები ამბობენ, 60 წლის გიორგი მღებრიშვილმა 36 წლის მეზობელი, გელა ჩაღიაშვილი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. მათივე  იმფორმაციით, მკვლელობა სავარაუდოდ შურისძიებას უკავშირდება.

“2013 წელს გელა ჩაღიაშვილმა გიორგი მღებრიშვილის დისშვილი მოკლა. დღეს სახლთან მთვრალს ჩამოუვლია ჩაღიაშვილს , რა დროსაც გიორგი მღებრიშვილი შეაგინა. ამის შემდეგ მღებრიშვილი მას სანადირო თოფით გამოეკიდა და სოფელში ესროლა”- ამბობენ მეზობლები.

სამართალდამცველებმა მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული უკვე დააკავეს.
| Print |
FaceBook Twitter Google