ფაიზერი ვადიანია და თითქმის 95-97%-იანი დამცველობით უნარი აქვს - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვადაგახანგრძლივებულ „ფაიზერის“ ვაქცინას დამცველობითი უნარი დაბალი არ აქვს.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, ქვეყანაში არსებული „ფაიზერის“ ვაქცინა „ძალიან კარგად იცავს“ ვირუსისგან ადამიანს და მას თითქმის 95-97%-იანი დამცველობით უნარი აქვს.

„ფაიზერის“ ვადა, რომელიც პირველ ეტაპზე 6 თვით იყო განსაზღვრული, თავად ამ კომპანიამ ძალიან ბევრი კვლევის შედეგად გაახანგრძლივა 6-დან 9 თვემდე, ამიტომ ვადაგასული ქვეყანაში არაფერია. მეც ამ ვაქცინით ვარ აცრილი, ჩემი ოჯახის წევრებიც, თანამშრომლებიც, ამიტომ ნუ არის მოარული მოსაზრებები, რომ წამალი ვადაგასულია! როგორ შეიძლება სახელმწიფომ მოსახლეობას ვადაგასული წამალი და ვაქცინა შესთავაზოს? არაფერი ვადაგასული არ არის, ის ვადიანია და კარგადაც მუშაობს. ამიტომ ყველას ვთხოვ, მივიდნენ და აიცრან, გაიკეთონ „ბუსტერი“. შემიძლია გითხრათ, რომ ისევ მაღალი დაცვა აქვს ნამდვილად. სამინისტრო ახალი პარტიის შემოტანის საკითხზეც მუშაობს. ამ დროისთვის საკმარისი რაოდენობა გვაქვს - 500 ათასი დოზა „ფაიზერი“ და 700 ათასი დოზა „სინოფარმი“, ასევე სინოვაკიც“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google