მწვანე ბარათების გაუქმების საკითხს მხარს არ დავუჭერ - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ე.წ. მწვანე ბარათების გაუქმების საკითხი დადგება ის და მისი უწყება მხარს არ დაუჭერს.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრი და პირადად მე არ დავუჭერდი მხარს ე.წ.მწვანე ბარათების გაუქმების საკითხის განხილვას. ასევე იდგა საკითხი და სოციალურ ქსელშიც იყო განხილვა, რომ დაწესებულებებში შესვლისას თერმოსკრინინგი გაუქმდეს. ეს ორივე მექანიზმი და განსაკუთრებით „მწვანე ბარათი“ პანდემიის და ეპიდემიის დროს გარკვეულწილად წესრიგის დამყარების საშუალებაა და შესაბამისად, ქცევის ერთ-ერთი ინდიკატორიც. ამიტომ ჯერჯერობით საუბარი ნაადრევია „მწვანე ბარათის“ გაუქმებაზე, რადგან მწვანე ბარათით მოგეთხოვებათ, რომ იყოთ აცრილი, ასევე მოგეთხოვებათ, რომ რაიმე ღონისძიებაში მონაწილეობისას, ან სამასპინძლო დაწესებულებაში შესვლისას არ იყოთ ინფიცირებული, ამით გარკვეული წესრიგი მყარდება, რასაც პანდემიის და ეპიდემიის მართვაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ამ ეტაპზე, გაუქმებას მე მხარს არ დავუჭერდი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google