კალაურში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1961 წელს დაბადებული გ.მ დააკავეს.


როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 იანვარს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში ურთიერთშელაპარაკების შედეგად, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა თანასოფლელს – 1985 წელს დაბადებულ გ. ჩ.-ს.

,,საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნილია. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მათივე ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
| Print |
FaceBook Twitter Google