ონლაინ სწავლებაზე გადასვლა კიდევ 36 202-მა მოსწავლემ მოითხოვა
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, დისტანციური სწავლების ფორმატზე გადასვლა დღეის მონაცემებით ათი ათასობით მოსწავლემ მოითხოვა, რაც გასულ კვირასთან შედარებით, დაახლოებით 12 ათასით მეტია.

უწყების ინფორმაციით, სახლიდან განათლების მიღების მსურველ მოსწავლეთა რიცხვი ამ კვირას 36202-ია. ონლაინიდან დასწრებულ სწავლებაზე გადასვლა კი 4031-მა მოსწავლემ მოითხოვა.

ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში. დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – https://online.emis.ge

| Print |
FaceBook Twitter Google