კალაურში თანასოფლელის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალს დღეს წაუყენებენ
სოფელ კალაურში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ 60 წლის მამაკაცს, ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. ბრალის წარდგენის შემდეგ, თელავის რაიონული სასამართლო გიორგი მღებრიშვილისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა სოფელ კალაურში 26 იანვარს, მოხდა. გიორგი მღებრიშვილმა, თანასოფლელი, 36 წლის გოჩა ჩაღიაშვილი სანადირო თოფიდან სამი გასროლით მოკლა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით მიმდინარეობს.

| Print |
FaceBook Twitter Google