ლაგოდეხში სახლს ცეცხლი გაუჩნდა
ლაგოდეხში, თავისუფლების ქუჩაზე  მდებარე აბულაშვილების საცხოვრებელი სახლის ნაწილს ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლი სავარაუდოდ შეშის გამათბობლიდან გავრცელდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, არსებობდა  საშიშროება, რომ ცეცხლი გვერდით მდებარე საცხოვრებელ სახლებზე გადასულიყო, თუმცა სამაშველო სამსახური ადგილზე ოპერატიულად მივიდა.

მეხანძრე-მაშველები ხანძრის ლოკალიზებას  ამ წუთებში ცდილობენ.
| Print |
FaceBook Twitter Google