4 თებერვლამდე საქართველოში უნალექო ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 თებერვლამდე, საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +13, +18, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისშიც უნალექო ამინდი იქნება. ჰაერი +13, +15 გრადუსამდე გათბება.

| Print |
FaceBook Twitter Google