დღეს თამარობაა
31 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ქართველთა კეთილმორწმუნე მეფის თამარის მიცვალებას აღნიშნავს.

თამარ მეფე ქართული ეკლესიის მიერ წმიდანად არის შერაცხული. „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი" – ეს თამარ მეფის ტიტულია. იგი მამამ, გიორგი III-ემ თანამოსაყდრედ 1179 წელს გამოაცხადა. 1184 წლიდან კი იგი საქართველოს მონარქი გახდა.

თამარის გარდაცვალების თარიღად მეცნიერები რამდენიმე წელს ასახელებენ. მძიმე სენით დაავადებული მეფის გარდაცვალება მთელმა საქართველომ იგლოვა. საქართველოში თამარობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება, 31 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია თამარის მიცვალებას აღნიშნავს, 14 მაისს კი ხსენების დღეს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თამარობა /