მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%–ი ვაქცინირებულია
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის ტესტირების პროცესი. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%

„როგორც ცნობილია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა 400-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლის ექიმი გადაამზადეს. სწორედ გადამზადებული ექიმები უზრუნველყოფენ აღნიშნულ სკოლებში Covid-19-ზე თანამშრომელთა ტესტირებას. ხოლო იმ სკოლებში, სადაც ექიმები ჯერ არ გადამზადებულან, ტესტირების პროცესი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაგრძელდება“, – ნათქვამია უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

| Print |
FaceBook Twitter Google