საქართველოში ბუსტერ დოზით 155 915 პირი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 30 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში 2 710 914 აცრაა ჩატარებული. მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 18 წლის ზევით ასაკის 1 333 296 ადამიანი, რაც მოსახლეობის 46.4%–ია. სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 1 219 428 ადამიანი - 42.4%.

ბუსტერ დოზით აცრილია 155 915 პირი. 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 898 (2.20%) სრულად აცრილია -2 737 (1.54%) 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 424 (15.32%) სრულად აცრილია - 10 840 (13,37%).

| Print |
FaceBook Twitter Google