კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვმა მსოფლიოში 375 მილიონს გადააჭარბა
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 375 მილიონს გადააჭარბა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 375 047 754 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 5 665 231 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 74 333 528 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 884 265 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. დადასტურებული შემთხვევების რიცხვით მეორე ადგილზე საფრანგეთია (19 179 882), მესამეზე კი ინდოეთია (41 302 440).

| Print |
FaceBook Twitter Google