დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება
პარლამენტი საგაზაფხულო სესიას დღეს გახსნის. სესია პლენარული სხდომით გაიხსნება. თავის მხრივ, პლენარული სხდომა პოლიტიკური დებატებით დაიწყება.

საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილების მიღება ცესკო-ს თავმჯდომარის თაობაზე მოხდება. ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევანის გაკეთება მოხდება მოქმედ თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილსა და კანდიდატ თენგიზ თევზაძეს შორის.

რეგლამენტის მიხედვით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს დაიხურება

| Print |
FaceBook Twitter Google