მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდა
მუნიციპალურ ტრანსპორტში დღეიდან გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდა. ულიმიტო ერთთვიანი ბარათი 40 ლარი ღირს. შესაძლებელია ასევე სამთვიანი ან ექვსთვიანი ბარათების შეძენა, რაც შეეხება ერთწლიან ულიმიტო ბარათს, მისი ღირებულება 250 ლარია.

მოქალაქეებისთვის, რომლებიც შეღავათიანი სამგზავრო ბარათებით სარგებლობდნენ, არაფერი იცვლება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ბოლო სტატისტიკით, ამ დროისთვის 6500-მდე აბონემენტია გაყიდული. აქედან 40% 1-თვიანი, 33% კი 1-წლიანია. მათივე ინფორმაციით, ყველაზე მცირე რაოდენობით 1-კვირიანი აბონემენტები გაიყიდა.

| Print |
FaceBook Twitter Google