საქართველოში კოვიდ-19-ით 385 ვაქცინირებული, ხოლო 10 532 აუცრელი პირია გარდაცვლილი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრი 2020-2021 წლის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ
2021 წლის 15 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში კოვიდ-19-ით
385 ვაქცინირებული, ხოლო 10 532 აუცრელი პირია გარდაცვლილი.
ანგარიშის მიხედვით, კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან 2022 წლის
პირველ იანვრამდე საქართველოში 10 687 ორსული დადასტურებულ
შემთხვევააა გამოვლენილი. 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით,
კორონავირუსით ჯამში 159 977 ბავშვი და მოზარდი დაინფიცირდა, რაც
დადასტურებული შემთხვევების 17.1 პროცენტს შეადგენს. ამასთან, 2021
წლის 14 დეკემბრიდან მიმდინარე წლის 23 იანვრის პერიოდში აღრიცხული 1
532 შემთხვევიდან, რომლებშიც „ომიკრონ“ შტამი ლაბორატორიულად
დადასტურდა, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 38 პაციენტს, სამ შემთხვევაში კი
დადგა ლეტალური შედეგი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, კოვიდ 19-ით ვაქცინაცია
90,56 პროცენტით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს.
მასალის გამოყენების პირობები