თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა
თიანეთის ყოფილი მერი და პარლამენტის ყოფილი წევრი თამაზ მეჭიაური კორონავირუსის შემდგომი გართულებებით 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. მეჭიაური საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, მას სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა და დღეს დილით გარდაიცვალა.

იგი 2012–2016 წლებში საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. ასევე იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე. 2016 წელს მან „ქართული ოცნება“  დატოვა და პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ შექმნა. 2017 წელს აირჩიეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერად. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზეზით თანამდებობიდან გადადგა, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კენჭი იყარა, თუმცა  გამარჯვება ვერ მოიპოვა.
| Print |
FaceBook Twitter Google