საქართველოში კორონავირუსის კიდევ 15 315 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,ბოლო 24 საათში
გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 15 315 ახალი დადასტურებული
შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე
გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1
496 156.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 10 894 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 300 062. კორონავირუსით
გარდაცვალების 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 683 პირი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 თებერვლის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.59%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
32.02% ხოლო 7 დღის მანძილზე - 31.51%.
მასალის გამოყენების პირობები