ონლაინმოდელზე გურჯაანის ცხრა სკოლაა გადასული
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 25 საჯარო სკოლიდან ამჟამად ონლაინსწავლებაზე ცხრა სკოლაა გადასული.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განმარტებით, ზოგადი სიტუაცია დამაკმაყოფილებელია.

„ ონლაინმოდელზეა გადასული: კოლაგის, ვეჯინის, მუკუზნის, გურჯაანის პირველი და მეოთხე, ჯიმითის, ახაშნის, ჩუმლაყის და კარდენახის საჯარო სკოლები. აქედან ხვალ დასწრებით სწავლებას დაუბრუნდება: კოლაგი, ვეჯინი და მუკუზანი. ზეგიდან დასწრებითზე გადავა: პირველი, მეოთხე და ჯიმითის სკოლები. ასევე ჩუმლაყის და ახაშნის, რომლებიც ონლაინზე მშობლების რეგისტრაციის გამო არიან გადასული. დარჩება კარდენახის სკოლა, რომელიც 22 თებერვლის ჩათვლით იქნება ონლაინმოდელზე. “

მისივე თქმით, რაც შეეხება დანარჩენ სკოლებს, იქ სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. დასწრებითი მაჩვენებელი ზოგან მაღალი , ზოგან საშუალო და ზოგან კი დაბალია.

| Print |
FaceBook Twitter Google