იმპორტირებულ წამლებზე GMP-ის დანერგვა იგეგმება
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტი ითვალისწინებს ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას და იმპორტირებულ პროდუქციაზე კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) დანერგვას.

„ჯანდაცვის სამინისტრომ იმპორტირებულ პროდუქტებზე კარგი საწარმოო პრაქტიკის მოთხოვნის აუცილებლობა უკვე განიხილა, რაც ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობას ისახავს მიზნად. კანონპროექტის მთავარი არსი იმპორტირებულ პროდუქტზე GMP-ის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას ითვალისწინებს, რაც კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციასაც წარმოადგენს, რათა ადგილობრივი და იმპორტირებული პროდუქცია თანაბარ პირობებში ჩადგეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა 2022 წლის 1-ელ მარტამდე იმპორტირებულ პროდუქტზე GMP-ის დაშვების ეტაპებს წარმოადგენს, რაც უკვე არსებულ იმპორტირებულ პროდუქტებზე GMP-ის მოთხოვნებს და ვადებს მოაწესრიგებს.

| Print |
FaceBook Twitter Google