ყვარელსა და ლაგოდეხში გარემოს დაბინძურების ფაქტები დაფიქსირდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის მიმდებარედ, მოქალაქე, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთში არასახიფათო ნარჩენებს ღია წესით წვავდა. ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, მდინარეების - დურუჯისა და შრომისხევის მიმდებარედ, მოქალაქეებმა გარემო, ჯამში 8 კუბური მეტრი მოცულობის საყოფაცხოვრებო ნარჩენით დაანაგვიანეს.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისი მუხლებით.

| Print |
FaceBook Twitter Google