ონლაინიდან დასწრებულ სწავლებაზე დაბრუნება 25 325-მა მოსწავლემ მოითხოვა
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, 17 თებერვალს, საქართველოს მასშტაბით, დისტანციური სწავლების ფორმატზე გადასვლის სურვილი 8 992-მა მოსწავლემ დააფიქსირა.

25 325-მა მოსწავლემ კი პირიქით, ონლაინიდან კლასში დაბრუნება მოითხოვა, რაც ძალიან გაზრდილი მაჩვენებელია ბოლო კვირებისგან განსხვავებით. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ონლაინ სწავლებაზე 21 095 მოსწავლე გადავიდა, კვლავ დასწრებული სწავლება კი 10 295-მა მოითხოვა.

საქართველოში ომიკრონის შტამის მკვეთრი ცირკულირების მიუხედავად, მთავრობის საკოორდინაციო საბჭო სკოლების ჰიბრიდულ რეჟიმში მუშაობის გადაწყვეტილებას არ ცვლის. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ სკოლები ღია იქნება და მათი დახურვა წერტილოვნად განხორციელდება, შექმნილი ვითარების სპეციალისტების მხრიდან განსჯის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში. დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – https://online.emis.ge

| Print |
FaceBook Twitter Google