გურჯაანში 11 მინი სპორტული მოედანი მოეწყობა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში სპორტული სივრცეები მოეწყობა.

მერიის ინფორმაციით, მინი სპორტული მოედნები გაკეთდება სოფლებში: კახიფარში, ბაკურციხეში, კარდენახში, ყიტაანში, კოლაგში, არაშენდაში, დარჩიეთში, ქოდალოში, ნანიანში, კაჭრეთსა და ზემო კაჭრეთში. რამდენიმე სოფელში კი, მინი სპორტულ მოედანთან ერთად, სატრენაჟორო სივრცე და საბავშვო მოედანი მოეწყობა.

გარდა ამისა, სპორტული მოედნები გაკეთდება ქალაქ გურჯაანში ბესიკის ქუჩაზე და კოტეხში, ახტალის ტერიტორიაზე და სანაპიროს ქუჩაზე კი ტრენაჟორები დამონტაჟდება და საბავშვო მოედანი მოეწყობა.

პროექტებისთვის, ჯამში, 1 მილიონ 200 000 ლარამდეა გამოყოფილი.

| Print |
FaceBook Twitter Google