გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 თებერვალს საქართველოში
შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი.
19-21 თებერვალს ცალკეულ რაიონში იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. ზოგან
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის
საათებში დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის
მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +13, +15
გრადუსი დაფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები