ღვინის ექსპორტი იანვარში გაიზარდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იანვარში ღვინის ექსპორტი გაიზარდა. წლის დასაწყისში საზღვარგარეთ 21 მილიონ ლარზე მეტი ღვინო, ჭაჭა, საბრენდე სპირტი და ჩამოსასხმელი ბრენდი გავიდა.
უწყების ინფორმაციით, ეს თანხა გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 35%-ით მეტია. ქართული ღვინო მსოფლიოს 35 ქვეყანაში იგზავნება. რაც შეეხება კონკრეტულად ღვინოს, იანვარში ექსპორტზე 5 მილიონ ბოთლზე მეტი გავიდა, შემოსავალმა კი 11 მილიონს გადააჭარბა.

| Print |
FaceBook Twitter Google