კახეთში კორონავირუსით კიდევ 803 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 13 288 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 6242 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება:აჭარა - 843, იმერეთი - 1 887, ქვემო ქართლი - 656, შიდა ქართლი - 799, გურია - 476, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 937, კახეთი - 803, მცხეთა-მთიანეთი - 341, სამცხე-ჯავახეთი - 213, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 91.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 153 881 საიდანაც:5 703 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 309, აჭარაში - 661, იმერეთში - 1 086.ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 256 პირი, მათ შორის, თბილისში - 474, აჭარაში - 139, იმერეთში - 385. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი, მათგან თბილისში - 168, აჭარაში - 37, იმერეთში - 26.

964 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 641 - თბილისში, 175 - აჭარაში.147 214 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 16 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 16, ხოლო აჭარაში - 0.

| Print |
FaceBook Twitter Google