დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება
დღეს, 7 ნოემბრის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული.

სახელმწიფო ბრალდება ექსპრეზიდენტს 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქციის ძალით დაშლას, ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად დაუფლებას ედავება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

| Print |
FaceBook Twitter Google