ახმეტაში იპოდრომი აშენდება
ქალაქ ახმეტაში იპოდრომი უნდა აშენდეს. კომპანია, რომელსაც საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა ევალება, ტენდერის გზით უკვე გამოვლენილია.

სავარუდოდ, მშენებლობა მიმდინარე წელსვე დაიწყება.

-„რომელი ფონდიდან მოხდება თანხების მობილიზება, ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ მაქვს. სარბენი ბილიკით იპოდრომი საქართველოში საერთოდ არ არსებობს. ადგილობრივი თუშური ცხენების რაოდენობა ახმეტაშია შემორჩენილი. იპოდრომი აუცილებელია ძველი სპორტული სახეობა რომ არ დავკარგოთ. შესაძლოა,რამდენიმე ათეულ ღონისძიებას უმასპინძლოს ხოლმე ამ იპოდრომმა არა საქართველოს, არამედ კავკასიის მასშტაბით. ეს მშენებლობა გამოიწვევს ტურისტული პოტენციალის გაზრდას, მოვისაზრებთ საცხენოსნო ტურებს, შემდეგ გამოჩნდება სასტუმრო კომპლექსის განთავსება იქნება თუ არა საჭირო. “- განაცხადა speqtri.ge-სთან ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა.

ტენდერის პირობების თანახმად, უნდა მოეწყოს ცხენთსარბიელის სტანდარტული წრე, სტანდარტული სტარტით და ფინიშის ხაზით,
1000 მაყურებელზე გათვლილი სამაყურებლო ზონა, კოშკურა (სარეფერო ბლოკი) - მსაჯებისთვის, თავლები 60 ცხენზე გაფართოვების პერსპექტივით, ვეტერინარული სამსახურისა და ადმინისტრაციული ბლოკი, შეკრებების ზონა, ბლოკი ჟოკეებისათვის და პერსონალისათვის, სასაწყობო მეურნეობის შენობა-ნაგებობა და ცხენების სავარჯიშო მოედანი.

ცნობისთვის, ცხენოსნობა საქართველოში ფართოდ გავრცელებული სპორტის სახეობაა. ანტიკური და შუა საუკუნეების უცხოური თუ ქართული წყაროები მოწმობენ, რომ მდიდარი მხედრული ტრადიციების ქვეყანაში წარმატებით ვითარდებოდა ცხენოსნობის სხვადასხვა სახეობა – დოღი, ცხენოსნური თამაშები, ყაბახი, ისინდი, ჯირითი და სხვ.

| Print |
FaceBook Twitter Google