უკრაინა რეზერვისტთა გაწვევას იწყებს
უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკის ბრძანების საფუძველზე 18-დან 60 წლამდე ასაკის მოქალაქეთა სარეზერვო გაწვევა დაიწყო.
ამ გადაწყვეტილების ფონია რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება, არმია შეიყვანოს სეპარატისტების კონტროლირებად დონბასის რაიონში.
„ჩვენთვის აუცილებელია დავაკომპლექტოთ უკრაინის არმია და სხვა სამხედრო ფორმირებები. როგორც მთავარსარდალმა, გამოვეცი ბრძანება განსაკუთრებულ პერიოდში რეზერვისტთა გაწვევის თაობაზე. ხაზს ვუსვამ, საუბარია მხოლოდ ოპერატიულ რეზერვში მყოფ მოქალაქეებზე“, - განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით საყოველთაო მობილიზაცია საჭირო არ არის.

ზელენსკის თქმით, რეზერვისტებმა უკრაინის სამხედრო მზადყოფნა უნდა აამაღლონ.

| Print |
FaceBook Twitter Google