კაბალზე საცხოვრებელი სახლის ეზოში ხელყუმბარა შეაგდეს
სოფელ კაბალში ბიზნესმენ ჯემალ ნიაზოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, გამთენიისას ხელყუმბარა შეაგდო.

ხელყუმბარა აფეთქდა, თუმცა სახლში მყოფი ნიაზოვი და მისი მეუღლე არ დაშავებულან. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სოფელში ვარაუდობენ, რომ მომხდარი ფაქტი, სოფელ კაბალში მცხოვრებ იმზარ მამედოვსა და ნიაზოვების ოჯახებს შორის არსებულ ბიზნეს დავას უკავშირდება.

2021 წლის 4 ოქტომბერს, ორი ხელყუმბარა იმზარვ მამედოვის საცხოვრებელ სახლში შეაგდეს, რისთვისაც ჯემალ ნიაზოვის ვაჟზე, ამილ ნიაზოვზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა გამოაცხადა.

| Print |
FaceBook Twitter Google