საგარეჯოში ნახშირის უკანონო წვის ფაქტები გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნახშირის უკანონო გამოწვის 2 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, საგარეჯოსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდის მიმდებარედ, მოქალაქეები, ნახშირს დაურეგისტრირებელ სანახშირე ორმოებში წვავდნენ.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი ოქმები. 

| Print |
FaceBook Twitter Google