ახლა ერთიანობის დროა - სალომე სამადაშვილი
პარლამენტის წევრი ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის", სალომე სამადაშვილი ითხოვს პარლამენტის საგანგებო სხდომა ჩაინიშნოს.

მისი თქმით, უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ აუცილებელია, ხელისუფლება და ოპოზიცია ერთიანი იყოს და მთავრობამ მათ გაუზიაროს ქვეყნის თავდაცვისა და ეკონომიკური უსაფრთხოების ხედვები.

"ჩვენი მოთხოვნაა და ვაგროვებთ ხელმოწერებს, რომ დღესვე მოწვეული იქნას პარლამენტში საგანგებო სხდომა. იქ უნდა გამოცხადდეს მთავრობის კაბინეტის მთელი შემადგენლობა და ჩვენ მოვისმინოთ, რა გეგმა არსებობს ჩვენი თავდაცვის უსაფრთხოების და ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით. ახლა არის ერთიანობის დრო. თუკი ახლა ვერ მოვახდინეთ ჩვენს ქვეყანაში ხალხის და ერის კონსოლიდირება, ჩვენ შეიძლება მართლაც დავკარგოთ სახელმწიფო.ყოველგვარი თავდასხმების გარეშე ჩვენ გვსურს მოვისმინოთ, რა გეგმა აქვს საქართველოს ხელისუფლებას, მაშინ, როცა 2008 წლის შემდეგ ასეთი გამოწვევის წინაშე ჩვენი სახელმწიფო არ მდგარა. დღეს არ არის პოლიტიკური გაყოფის დროს, დღეს არის ჩვენი ქვეყნის დაცვის დრო..." - განაცხადა სალომე სამადაშვილმა

| Print |
FaceBook Twitter Google