ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის განრიგი ცნობილია
გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, 2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური 3 მარტს დაიწყება.

უწყების ცნობით, ტესტირება ჩატარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, ე. მინდელის N9). დეტალური ინფორმაცია მითითებული იქნება მოსაწვევზე, რომელსაც მოგაწვდით სკოლის ადმინისტრაცია.

I სესიაზე რეგისტრაცია – 09:30 საათზე, ხოლო ტესტირება 10:00 საათზე დაიწყება. II სესიაზე რეგისტრაციის დროა 14:30 საათი; ტესტირება 15:00 საათზე დაიწყება. დაგვიანების შემთხვევაში მოსწავლე ტესტირებაზე აღარ დაიშვება. რეგისტრაციის დროს მან უნდა წარმოადგინოს სკოლის მიერ გაცემული მოსაწვევი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პასპორტი ან ფოტოსურათიანი ცნობა, რომელსაც გასცემს სკოლის ადმინისტრაცია.

განრიგი:

3 მარტი: I სესია – ქართული ენა და ლიტერატურა; ქართული ენა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის; ფიზიკა.
II სესია – ინგლისური ენა.

4 მარტი: I სესია – ქიმია, რუსული ენა;
II სესია – გეოგრაფია, ბიოლოგია, ფრანგული ენა.

5 მარტი: I სესია – მათემატიკა, ისტორია.

ტესტირება ჩატარდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეგულაციის დაცვით.

2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულია ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ათ მონაწილეს შორის.

| Print |
FaceBook Twitter Google