მომზადებული გქონდეთ ნივთები, რომ აუცილებლობის შემთხვევაში გადახვიდეთ თავშესაფარში - ვიტალი კლიჩკო
კიევის მერმა დედაქალაქის მოსახლეობას მიმართა. ვიტალი კლიჩკო მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში კი თავშესაფრებს შეაფარონ თავი.

„ძვირფასო კიეველებო, უკრაინას აგრესორი დაესხა თავს. აფეთქებების ხმა კიევშიც ისმის. მოგიწოდებთ სახლში დარჩენისკენ. ყველაზე ცუდი ახლა პანიკაა. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. მომზადებული გქონდეთ ნივთები, რომ აუცილებლობის შემთხვევაში გადახვიდეთ თავშესაფარში. დედაქალაქის ხელისუფლება კიევშია. ჩვენ უნდა გავძლოთ,“- განაცხადა კლიჩკომ.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კიევი / უკრაინა /