მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები - შარლ მიშელი
უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.


„ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის უპრეცედენტო სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. თავისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო ქმედებებით, რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან და სრულად სცეს პატივი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ძალის ასეთი გამოყენების ადგილი 21-ე საუკუნეში ადგილი არ არის“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, ურსულა ფონ დერ ლაიენი წარმოადგენს სანქციების მორიგ პაკეტს, რომელიც მუშავდება ევროკომისიის მიერ საბოლოო სახის მისაღებად და რომელსაც ევროკავშირის საბჭო სწრაფად დაამტკიცებს. ურსულა ფონ დერ ლაიენის ცნობით, ევროკავშირი ახორციელებს თავისი რეაგირების კოორდინაციას საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ნატოსთან და დიდ შვიდეულთან, რომლების ლიდერებიც დღეს გამართავენ შეხვედრას.

| Print |
FaceBook Twitter Google