კანადაში მაღაზიები რუსული სასმელების გაყიდვაზე უარს ამბობენ
კანადაში ალკოჰოლური სასმელების მაღაზიები თაროებიდან იღებენ რუსულ არაყს  და სხვა რუსულ ალკოჰოლურ სასმელებს. ისინი  უკრაინაში რუსეთის შეჭრას ამ ფორმით გმობენ.
აღნიშნულის შესახებ სააგენტო Reuters წერს.

მათი ინფორმაციით, ონტარიოს ალკოჰოლური სასმელების კონტროლის საბჭოს დაევალა, უკან გაიწვიოს რუსული ნაწარმი, მათ შორის, ე.წ. ვოდკა - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელი კანადელებს შორის. 

ონტარიოში, რომელიც კანადის ყველაზე დასახლებული პროვინციაა, 679 მაღაზია შეწყვეტს რუსეთში წარმოებული ყველა პროდუტის გაყიდვას.



| Print |
FaceBook Twitter Google