გაიღე სისხლი მეგობარი უკრაინელებისთვის
საინფორმაციო სააგენტო speqtri.ge ნაციონალურ სისხლის ბანკთან ერთად გეგმავს აქციას უკრაინელი მეგობრების დასახმარებლად.
იმისთვის, რომ სისხლის ბანკი გურჯაანში ჩამოვიდეს, საჭიროა მოგროვდეს მინიმუმ 20-25 მოხალისე. ვისაც სურვილი გაქვთ გასწიოთ ქველმოქმედება და ჩააბაროთ სისხლი, მოგვწერეთ ფეისბუქზე (საინფორმაციო სააგენტო speqtri.ge) ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 551 303567; 551 255052.
სისხლის ბანკი გურჯაანში ჩამოვა 4 მარტს. დილის 10 საათიდან 14:00 საათამდე.

სისხლის ჩასაბარებლად უნდა მოხვიდეთ სპექტრის ოფისში.

ქალაქი გურჯაანი, ნონეშვილის გამზირი N4, მეორე სართული. პოლიციის წინ ქალაქის ადმინისტრაციული შენობა.

დონაციის მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

არ უნდა იყოს


1. ნაბახუსევი
2. ბოლო ერთ წლის განმავლობაში,ტეტანუსის და ცოფის აცრები
3. ბოლო ერთითვის განმავლობაში გრიპის აცრა.
4. ქირურგიული მანიპულაცია-ოპერაცია ბოლო 1წლის განმავლობაში.
5. მშობიარობა-აბორტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
6. დიაბეტი.
7. სტომატოლოგიური მანიპულაცია ბოლოპერიოდში 3 თვე მაინცუნდა იყოს გასული
8. ენდოკრინოლოგიური პრობლემა.(ქრონიკული და ინფექციური დაავადებები) ნაოპერაციები არ უნდა იყოს ,ჰორმონს თუ სვამს 25-50 მდე დასაშვებია
9. ციკლის პერიოდი ქალებში
10.ტატუ პირსინგის გაკეთებიდან 4 თვე

უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

1. თავს უნდა გრძნობდეთ ჯანმრთელად
2. ასაკი 18 - 60 წლამდე
3. წონა 55 კგ და მეტი - ქალი; მამაკაცი - 60 კგ და მეტი.
აუცილებლად უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა.

როგორც ნაციონალური სისხლის ბანკში გვითხრეს, საქართველომ რამდენიმე დღის წინ უკვე გააგზავნა სისხლი უკრაინაში.
პირველივე შესაძლებლობისთანავე, თქვენს მიერ გაღებული სისხლი გაიგზავნება მეგობარი უკრაინელების დასახმარებლად, თუ ამის საჭიროება აღარ იქნება, მოხმარდება საქართველოს მოქალაქეებს.

| Print |
FaceBook Twitter Google