უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან ერთი კვირა გავიდა
უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან ერთი კვირა გავიდა. ოკუპანტები უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას აგრძელებენ. უკრაინის გენშტაბი ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ახალ ცნობებს ავრცელებს.

მათი ინფორმაციით,  რუსული ჯარი კვლავ ცდილობს კიევის ბლოკირებას ჩრდილოეთისა და ჩრდილოეთ-დასავლეთის მიმართულებით, აგრესორი წარუმატებლად არის ფოკუსირებული ქალაქ მარიუპოლის ბლოკირებაზე, აგრძელებს მოძრაობას ხერსონისა და ნიკოლაევის მიმართულებით. შავი ზღვის ოპერატიულ ზონაში კი რუსეთი სამხედრო-საზღვაო ჯგუფს ათასებს და საზღვაო სადესანტო ოპერაციისთვის ემზადება. ამასთან, რუსეთის ჯერ ვერ ახერხებს სუმის, ლებედინისა და ოხტირკას ალყაში მოქცევას. სვიტილნაიას, პერემოღასა და ჰოსტროლუჩნაიას დასახლებების რაიონში კი მტრის ჯარმა შემტევი პოტენციალი დაკარგა.

„მტრის მორალური განწყობა და ნებისყოფა მკვეთრად ეცემა ჩვენი ჯარის მტკიცე თავდაცვის გამო. ოკუპანტებს ყველა მიმართულებით აქვთ დანაკარგი. დეტალური ინფორმაცია ამის შესახებ მოგვიანებით გამოქვეყნდება. ერთად ჩვენ გავტეხთ მტერს, იმიტომ რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა. ჩვენ გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google