რუსეთის მიერ ქალაქ მარიუპოლის საავადმყოფოს დაბომბვას 3 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
9 მარტს რუსეთის სამხედრო ძალებმა ქალაქ მარიუპოლის საავადმყოფო დაბომბეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს ქმედება რუსეთის მხრიდან უკრაინელების გენოციდად შეაფასა.

საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ტელეგრამის არხებით ავრცელებს.

მათივე ცნობით, აქამდე ცნობილი იყო 17 ადამიანის დაჭრის ფაქტი.

| Print |
FaceBook Twitter Google