რუსეთის მიერ უკრაინის ერთ-ერთი სოფლის დაბომბვას დღეს კიდევ 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ღამით იზუმის რაიონის სოფელ სლობოჟანსკის დაბომბვას 4 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ქალი და ორი ბავშვია. ჭურვი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა და დაშავებულია კიდევ ერთი მცირეწლოვანი ბავშვი.

ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 9 მარტს, უკრაინის ქალაქ მარიუპოლის საავადმყოფოს დაბომბვას 3 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, შეეწერა და დაშავებულია 17 ადამიანი.
| Print |
FaceBook Twitter Google