გომბორის გზაზე კვლავ შეზღუდვებია დაწესებული
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები ისევ მოქმედებს. როგორც speqtri.ge-ს თელავის საგზაო სამმართველოს ხელმძღვანელმა თამაზ აბდულაშვილმა განუცხადა, გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებისთვისაა ნებადართული. "გზა ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება და იყრება ტექნიკური მარილი. რამდენიმე რთული მონაკვეთია,თუმცა ვვარაუდობთ,რომ 2 საათში სრულად აღდგება მოძრაობა. სიტუაციას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ,"-განაცხადა თამაზ აბდულაშვილმა.
| Print |
FaceBook Twitter Google