უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 117 ბავშვია გარდაცვლილი - ლიუდმილა დენისოვა
უკრაინის სახალხო დამცველი, ლიუდმილა დენისოვა თავის ფეიბუქ გვერდზე წერს, რომ რუსეთის შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან, უკრაინაში დაიღუპულია 117,ხოლო დაშავებულია 155 ბავშვი.

დენისოვას მიერ დღეს, 22 მარტს გამოქვეყნებული მონაცემები ეფუძნება წინასასამართლო გამოძიების საერთო რეესტრს და სხვა წყაროებს, რომლებსაც დადასტურება სჭირდება.

სახალხო დამცველის თანახმად, დაღუპული და დაჭრილი ბავშვების ზუსტი რიცხვის დადგენა შეუძლებელია უკრაინის ქალაქებში საოკუპაციო ძალების აქტიური საბრძოლო მოქმედებების გამო.
| Print |
FaceBook Twitter Google