საქართველოში კორონავირუსის 817 ახალი შემთხვევაა დადასტურებული
დღევანდელი მონაცემებით საქართველოში დადასტურებულია კორნავირუსის 817 ახალი შემთხვევა. აქედან კახეთში 53, ხოლო თბილისში ინფიცირების 374 ახალი შემთხვევაა დადასტურებული.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბოლო 24 საათში გარდაცვლილია 3 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 3017 პაციენტი.

დღე-ღამეში ჩატარებული 23 553 ტესტი, მათ შორის, 21 023 ანტიგენ ტესტი და 2 523 PCR ტესტი.

უპირატესად ცირკულირებს და კვლავ დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.
| Print |
FaceBook Twitter Google