თბილისში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება
საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კასიანოვმა, დღეს 23 მარტს მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე, უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩართულია მათი მხარდაჭერის პროექტებში.

"ხვალ სრულდება ერთი თვე ომის დაწყებიდან. თბილისში ჩატარდება სხვადასხვა აქცია - 24 მარტს რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციასთან გაიმართება აქცია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით...

25 მარტს საქართველოს პარლამენტთან გაიმართება მარათონი, რომელსაც ატარებს უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლობა პირველ ტელეარხთან ერთად. გთხოვთ, შეუერთდეთ ამ აქციებს, თითოეული ხმა მნიშვნელოვანია", - ამბობს კასიანოვი.
| Print |
FaceBook Twitter Google