საქართველოში კორონავირუსის 599 ახალი შემთხვევაა დადასტურებული
დღევანდელი მონაცემებით საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 599 ახალი შემთხვევა. აქედან კახეთში 41, ხოლო თბილისში 287 ადამიანია ინფიცირებული.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბოლო 24 საათში გარდაცვლილია 7 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 3 846 პაციენტი.

დღე-ღამეში ჩატარებულია 22 532 ტესტი, მათ შორის, 20 307 ანტიგენ ტესტი და 2 225 PCR ტესტი.

უპირატესად ცირკულირებს და კვლავ დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.

| Print |
FaceBook Twitter Google