საქართველოში კორონავირუსის 590 ახალი შემთხვევაა დადასტურებული
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 590 ახალი შემთხვევაა დადასტურებული. აქედან, კახეთში 39, ხოლო თბილისში 255 ინფიცირებულია.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბოლო 24 საათში გარდაცვლილია 10 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 3 247 პაციენტი.

დღე-ღამეში ჩატარებულია 20 918 ტესტი, მათ შორის, 18 975 ანტიგენ ტესტი და 2 243 PCR ტესტი.

უპირატესად ცირკულირებს და კვლავ დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.

| Print |
FaceBook Twitter Google