გურჯაანის რომელ სოფლებში იქნება 24 საათიანი წყალმომარაგება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.
სამუშაოები სოფელ გურჯაანში, ვეჯინში, კოლაგში,  ძირკოკისა და ჭანდარში მიმდინარეობს, რისთვისაც 27 მილიონი ლარია გამოყოფილი.

პროექტებით გათვალისწინებულია რეზერვუარების, ჭაბურღილების, სატუმბო სადგურების, მაგისტრალური მილებისა და წყალმომარაგების ქსელების მოწყობა. სამუშაოები, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - ვეჯინსა და სოფელ გურჯაანში აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობები. სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია სოფელ კოლაგშიც. ხოლო, საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს ძირკოკსა და ჭანდარში. პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდება ეტაპობრივად, 2023 -2024 წლებში, რის შემდეგაც ხუთივე სოფლის მოსახლეობას ექნება 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება'’- განაცხადა წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე თევდორაძემ.

დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ სოფლებში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემები არ არსებობს. მოსახლეობას წლებია წყალი შეზღუდულად მიეწოდება.


| Print |
FaceBook Twitter Google