"ფაიზერით" აცრა შეჩერებულია
მოქალაქეებს ვაქცინაციის რეგისტრაციის ვებ-გვერდ Booking.moh.gov.ge-ზე "ფაიზერის" ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა არ აქვთ.
ამ დროისთვის საიტზე მხოლოდ „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინაა ხელმისაწვდომი.

აღნიშნულის მიზეზია ის, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის გარკვეულ რაოდენობას ვადა გაუვიდა. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რამდენი დოზა დარჩა გამოუყენებელი. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებდნენ, „ფაიზერის“ ვადაგასული დოზების ამოღება ახლა მიმდინარეობს.

დაანონსებული იყო, რომ „ფაიზერის“ ახალი დოზები მარტის ბოლოს უნდა შემოსულიყო, თუმცა ახალი პარტიის მიღების შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს ჯერ არ გაუვრცელებია.


| Print |
FaceBook Twitter Google